ოზურგეთში ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

399

ოზურგეთში ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჟამად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შოტაულის უბანში ტარდება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 298 726 ლარით ფინანსდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ლიხაურსა და მაკვანეთში ჯამურად 5 165 მეტრი-სიგრძის გზა მოეწყობა.