ზუგდიდში გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის მინიჭების წესზე მუშაობა დაიწყო

855

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედმა ურბანული განვითარებისდა ქონების მართვის საკითხთა კომისიამ დაიწყო მუშაობა ინსტრუქციის შემუშავებაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქუჩებისა და გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის და ახლის მინიჭების საკითხი. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განმარტებით, შესაძლოა კონკრეტულ პიროვნებას მართლაც გაუკეთებია ბევრი სიკეთე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის არ იყო რეგიონის და ქალაქის მნიშვნელობის ადამიანი, ამ შემთხვევაში თავის შეკავება უმჯობესია. დეპუტატის თქმით, როცა ცდილობენ გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდების შეცვლას ახალი, კონკრეტული სახელით, ამით მომავალ თაობას შეახსენებენ, თუ რა ღირებებულებებით უცხოვრიათ, ცხოვრობენ და სურთ იცხოვრონ.

15 თებერვალს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორ ქუჩას სახელი გადაერქვა.

7 თებერვალს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდის საკრებულოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა შეცვლაზე მუშაობის დაწყება სთხოვა.