საქართველოს მთავრობის გადაწყვეეტილებით, ზუგდიდის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ორ სოფელს დასახელება შეეცვალა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
დადგენილების მიხედვით, სოფელ გრიგოლიშს ალერტკარი ეწოდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს კი ხინოწმინდა დაერქვა.
მთავრობის დადგენილება ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.