ზუგდიდის მერიაში ახალგაზრდული თვითმმართველობა დაფუძნდა

833

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, ახალგაზრდული თვითმმართველობა დაფუძნდა.

თვითმმართველობის შემადგენლობაში საჯარო სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შედიან, ჯამში 26 წევრია.

ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრები დღეს შეიკრიბნენ და თვითმმართველობის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს.

ახალგაზრდული თვითმმართველობა ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნასა და სხვადასხვა პროექტებზე იმუშავებს.