მცხეთა-მთიანეთს ახალი სპორტული მოედნები აქვს

772

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან ერთად წეროვნის, ვაზიანის, ქსნისა და ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები დაათვალიერა. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, “მშენებლობა 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყო და დღეს უკვე დასრულებული სპორტული მოედნები სოფლის ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად”.

პროექტისთვის თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო და სამუშაოებს ერთიანი ხელშეკრულებით “გაზმშენი 7“ აწარმოებდა.