შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებულ სამაშველო განყოფილების მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამთო ფეხსაცმელები, სამთო ქურთუკები და აქსესუარები გადაეცათ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირადად შეამოწმა და მაშველებს პირადად გადასცა ახალი აღჭურვილობა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებულ სამაშველო განყოფილებას მაღალი გამავლობის ავტომობილიც გადაეცა.