ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმსა და 13 სოფელში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სამარაგო რეზერუარის მოწყობა, სოფელ ბეღლეთის, გელაძეების, კორტოხისა და პაქსაძეების, სოფელ ქედლებში ჭოლონის უბანში, სოფელ დიაკონიძეებსა და სოფელ ზემო თხილვანაში სასმელი წყლის რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ მინთაძეებში, სოფელ გორგაძეებში, სოფელ ჭახაურში, სოფელ ბოღაურში, სოფელ კვატიასა და სოფელ სკვანაში წყლის სისტემის მოწყობა.
2022 წელს სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 776 979 ლარი დაიხარჯა.