2023 წელს მარნეულის მერია ოთხი ავტობუსის შეძენას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 7 ნოემბერს მარნეულის 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა იგეგმებოდა თუ არა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ავტოპარკის განახლება.
ნავერიანის განმარტებით, სასტრანსპორტო საშუალებებს მომავალი წლისთვის შეიძენენ.
“ავტობუსები იქნება ახალი თანამედროვე დიზაინის. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ვგეგმავთ შევიძნოთ საკანალიზაციო ჭების სისტემის გამწმენდი საშუალება“ – თქვა მაია ნავერიანმა
გასულ წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთი ერთეული ავტობუსი 2021 წელს 1 498 500 ლარად შეიძინა. ამავე რაოდენობის ტრანსპორტის შეძენა თვითმმართველობას 2020 წელს 1 311 000 ლარი დაუჯდა.