მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების რაოდენობა გაიზარდა. საბჭოს რაოდენობაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი მარნუელის საკრბეულომ 20 ოქტომბერს დაუჭირა. საკითხის მომხსენებელმა, მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ია ესებუამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საბჭოში გაწევრიანების სურვილი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა გამოთქვეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„როგორც მოგეხსენებათ, მარნეულის მერიისა და საკრბეულოს რამდენიმე თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი იყოს მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. რათა მიიღოს მონაწილეობა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობა. ამ ეტაპზე იყო 30 ადამიანი საბჭოს წევრი, მაგრამ ერთი ადამიანი ტოვებს საბჭოს, რადგან აღარ არის მერიაში დასქმებული და გვემატება ხუთი ადამიანი“. – განაცხადა ია ესებუამ
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს შეუერთდნენ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშორმელები ლიკა ქამუშაძე, სამაია მამედოვა და დავით ნიკურაძე, ხოლო საკრბეულოდან როენა ახობაძე.
საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საკრბეულოსა და მერიის თანამშორმლებს აქტიურად ჩაერთონ გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობაში.
„ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია ამაზე განცხადება, რომ პირიქით, მივესალმებით თუ ვინმეს სურვილი აქვს გენდერულ თანასწორობის საბჭოში გაწევრიანების. არ არის შეზღუდული რაოდენობა, ოღონდ უნდა მოგვმართოთ. კარგი იქნება თუ ისეთი ადამიანები მოგვმართავენ ვისაც ამ მიმართულებით გამოცდილება აქვს“. – განაცხადა ამირან გიორგაძემ
აღსაბნიშნავია, რომ დღეს, 20 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად 9 საკითხი იყო გამოტანილი, ცხრავე საკითხზე საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.