მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად აგილ ამირჯანოვი დაინიშნა.
აგილ ამირჯანოვი მარნეულის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსად მუშაობდა.
“რადიო მარნეულთან” საუბრისას აგილ ამირჯანოვმა განაცხადა, რომ მერიის ქონების მართვისა და მატერიალულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პოზიციაზე ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული და ის კონკურსის წესით შეარჩიეს. ამირჯანოვი უფლებამოსილების შესრულებას 11 ოქტომრიდან შეუდგა.