„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“ ევროპულ-ისტორიული ბაღების მარშრუტის ასოციაციის წევრი გახდა

502

ბუდაპეშტში “ისტორიული ბაღების ევროპული მარშრუტის” მეხუთე ფორუმზე “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი” ევროპულ-ისტორიული ბაღების მარშრუტის ასოციაციის წევრად აირჩიეს.

ფორუმს, რომელსაც 13 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, უნგრული ბაღების მემკვიდრეობის ფონდმა უმასპინძლა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ა(ა)იპ “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის” დირექტორი შალვა აგუმავა ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი ნაწილი დაეთმო ისტორიულ ბაღებსა და ლიტერატურას. პარარელურად, ბაღების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები ბაღების მართვის საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ ახალ პარტნიორებთან ერთად, ევროპული ისტორიული ბაღები 27 წევრს აერთიანებს, რომლებიც წარმოდგენილია ათი ევროპული ქვეყნის 41 ბაღით.