ქარელში, 5 სექტემბერს გახსნილ საცურაო აუზს, ამ დრომდე დირექტორი არ ჰყავს

347

ქარელის მერიის მიერ 5 სექტემბერს, საზეიმოდ გახნილ საცურაო აუზს, ამ დრომდე დირექტორი არ ჰყავს.

“აუზს არ ყავს დირექტორი, ამ ეტაპზე შერჩევის პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადეს მერიაში.

საცურაო აუზი, რომლის მშენებლობისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებას ექვემდებარება.

დირექტორის გარდა, აუზს ამ დრომდე არ ჰყავს ბუღალტერი და მაშველი.