ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მერიამ საცურაო აუზი გახსნა. საცურაო აუზის მშენებლობისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
საცურაო აუზი დიდ და პატარა აუზებსა და სასადილოს სატრენაჟორო სივრცეს მოიცავს. როგორც მერიაში ამბობენ, საცურაო აუზი გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.
“აუზი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით, რომელთა შერჩევაც გასული ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ განისაზღვრა აუზით სარგებლობის ტარიფებიც.