ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვები პირველ ქესალოში

232

სააღმზრდელო დაწესებულება პირველ ქესალოში მცხოვრებლებს არ აქვთ, მათ სოფელთან ახლოს მდებარე ბაღში კი ადგილები შევსებულია. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია ამ ვითარებას შეგუებულები არიან. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

სახლში გამოკეტილ ბავშვებს ხშირად ქუჩაში სიარულით ან სილაში თამაშით თუ გაართობენ. ერთად შეკრებაც იშვიათი ფუფუნებაა იმ ფონზე, როდესაც სოფელში მცხოვრები ოჯახები მესაქონლეობით ან მებაღეობით არიან დაკავებულები. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ საბაზისო უნარებს, რასაც სააღმზრდელო დაწესებულება მათში უნდა დებდეს სახლში ვერ აძლევენ.

ქესალო ერთადერთი სოფელი არაა მარნეულში, სადაც საბავშვო ბაღების პრობლემა აქვთ. მუნიციპალიტეტის მასშატბით სულ 84 სოფელია, სააღმზრდელო დაწესებულება კი მხოლოდ 14-ში მიმდინარეობს.

როგორც გამოცემა წერს, სკოლამდელი განათლების უფლება ყოველწლიურად მარნეულში ასობით ბავშვს ერთმევა. სიტუაცია წელს კიდევ უფრო რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ორი სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ყოველწლიურად ორასზე მეტ ბავშვს იღებს, სარემონტო სამუშოების გამო დაკეტილია.

არსებულ ვითარებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვიც ადასტურებს და ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალს ახლა ბაღებში განაზღვრულზე მეტი ბავშვების მიღებაში და დამხმარე პერსონალის დამატებაში ხედავს. ასევე, დაგეგმილია 5 სკოლამდელი მზაობის ცენტრის დამატება. მივე თქმით იგეგმება 9 ახალი ბაღის მშენებლობაც.