ზუგდიდში მეთორმეტე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

286

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდში მეთორმეტე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

“450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

პროექტის განხორციელების შედეგად, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო და მხოლოდ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 50 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ახორციელებს”, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

https://www.facebook.com/mdf.org/posts/pfbid02tB1yMsJ3RWKm85gTbSJ2YQ7y8LTiZU3B5PZA4rLAEdXP1bnNyipgXUZxiR2FesYEl

შეგეხასენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 22 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა.