მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 22 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა.
“პროგრამის ფარგლებში დასრულდა შვიდი სკოლის მშენებლობა (სოფლებში: მაჩხაანი, ჩხაკაურა, ქერე, ჩხიკვთა, არგვეთა, ქინძათი, ცოფი) და თხუთმეტი სკოლის რეაბილიტაცია (სოფლებში: შორაპანი, მეორე სვირი, ცხრაწყარო, ქვედა საზანო, სოფელი ბზვანი, ოთა, დაბა ასპინძა, ვალე, ბოლნისი, ყიზილ-აჯლო, ყულარი, კაპანაჩხი, აბისი, ზუგდიდის 1 და მე-12 საჯარო სკოლები).
📎ახალ და რეაბილიტრებულ სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის”, – ნათქვამია მგფ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 400 მილიონ ლარზე მეტია.