მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS EPER Georgia“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და აღნიშნული ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ მოაწერეს.
„მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის”, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF-ქვემო ქართლი), სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF – სამცხე-ჯავახეთი) თანამშრომლობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.