ზუგდიდის “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

298

ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” დირექტორად შალვა აგუმავა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერიაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ შესაბამის ბრძანებას გუშინ მოეწერა ხელი.

აგუმავას სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლოს ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. მუშაობდა კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორშიც.

ააიპ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობა აგვისტოს ბოლოს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ზვიად ქარჩავამ გადადგომის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.