მარნეულის მერს ახალი თანაშემწე ჰყავს – მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

318

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სამსახურის უფროსებმა პოზიციები შეიცვალეს. ინფორმაციას “რადიო მარნეულთან” ადასტურებს მარენულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვუგარ მამედოვი, რომელმაც ფინანსებიდან მერის თანაშემწედ გადაინაცვლა. მამედოვი ამბობს, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით, განცხადების საფუძველზე მიიღო.

“მართალია კი, მერის თანაშემწე ვიქნები. ჩემი განცხადებით საფუძველზე დავტოვე საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება. პარასკევს იყო ეს ამბები, დღეს გადაწყდე რა საკითხებშ ვიქნები” – ამბობს ვუგარ მამედოვი

პოზიცია შეიცვალა ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა, გიორგი მეურმიშვილმაც. ის ახლა მარნეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს უხელმძღვანელებს.

“გიდასტურებთ ინფორმაციას. მთლიანად რეორგანიზაცია მიმდინარეობს მერიაში და მაგიის საფუძველზე გადმოვედი (სხვა სამსახურში)”, – თქვა გიორგი მეურმიშვილმა

გარდა აღნიშნული საჯარო მოხელეებისა, სავარაუდოდ, პოზიციები შეიცვალეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მუმლაძემ. მათთან დაკავშირებას ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ.

რადიო “მარნეული” ინფორმაციას ასევე არკვევს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. მასალა განახლდება.