20 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი პირველი საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს შეეხებოდა. საკითხის მომხსენებელმა, მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები ადგილობრივი სახსრების ფარგლებში შევიდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„მინდა პატარა განმარტება გავაკეთო, თუ რატომ არის გაზრდილი საწვავის ღირებულება. 2,70-2,80 ლარიდან საწვავის ღირებულება ავიდა 4 ლარამდე და ამასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს საწვავის შეძენაზე პრობლემა რომ არ შეექმნას, ვალდებული ვართ, რომ ხელშეკრულების ღირებულება გავზარდოთ. აქედან გამომდინარე, საკრებულოს სატრანსპორტო ხარჯები 25 000 ლარით იზრდება. მერიის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 10 000 ლარით იზრდება, მერიის სატრანსპორტო ხარჯი 98 000-ით იზრდება საწვავის ფასის მატებასთან დაკავშირებით. სარეზერვო ფონდი იზრდება 10 000 ლარით, სესხების დაფარვის მიზნით 8 500 ლარით იზრდება, სამხედრო-სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 2 000 ლარით იზრდება, სამხედრო განყოფილებაში საწვავთან დაკავშირებული ხარჯები 3 000 ლარით, კულტურული ღონისძიებები 142 323 ლარით იზრდება“.
მარნეულის მერიის საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, კულტურულ ღონისძიებებზე თანხის გაზრდა ორი ღონისძიების გამო გადაწყდა. პირველი ღონისძიება „ღვინის ფესტივალი“ სექტებმერში გაიმართება, რომელისთვისაც, წინასწარი გათვლებით, 80-85 ათასი ლარი იქნება საჭირო, ხოლო მეროე ღონისძიება საახალწლო კონცერტს მოიცავს. კულტურულ ღონისძიებებთან ერთად მერიამ თანხა 20 000 ლარით გაზარდა სპოეტული ღონისძიებებისათვისაც.
„ამ ცვლილებების შესაბამისად, ბიუჯეტი გაზრდილია 458 823 ლარით. ამ თანხის ნაწილი, 220 000 ლარამდე, დარჩენილი ეკონომიიდან არის აღებული, ხოლო დარჩენილი 239 000 ლარამდე თანხა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლიდანაა დამატებული. ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი ჭარბი შემოვიდა და შესაბამისად ბიუჯეტში შევიდა დაზუსტება და ამით, ბიუჯეტის ეკონომიით და შემოსავლებით, ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი დაბალანსდა“.
ვუგარ მამედოვის განამრტებით, საკრებულოს სხდომაზე მიღებული ცვლილებების შედეგად მარნეულის 2022 წლის ბიუჯეტი 55 926 800 ლარამდე გაიზარდა.
20 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად სულ 3 საკითხი იყო გატანილი. საკრებულოს წევრებმა სამივე საკითხს დაუჭირეს მხარი.