ახალციხის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

445

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, დამსწრე საზოგადოებას ის პრიორიტეტები გააცნეს, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. იფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის განვითარება – 8 333,0 ათასი ლარი:

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება – 1 900,4 ათასი ლარი; წყლის სისტემების განვითარება -1 620,0 ათასი ლარი; გარე განათება – 1 030,0 ათასი ლარი; კეთილმოწყობა -3 667,6 ათასი ლარი; საკადასტრო აზომვითი ნახაზების, ესკიზებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ხარჯები განსაზღვრულია 1 210,0 ათასი ლარით; შენობების ფასადების და სახურავების რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულია 942,6 ათასი ლარი; პარკებისა და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულია 1 015,0 ათასი ლარი; სოფლის მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები – 500,0 ათასი ლარი; სარიტუალო ღონისძიებები-115,0 ათასი ლარი.

დასუფთავება და გარემოს დაცვა – 2 423,0 ათასი ლარი:

ა(ა)იპ ახალციხის სერვის ჯგუფი – 2 423,0 ათასი ლარი.

განათლება – 6 030,2 ათასი ლარი:

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება -4 988,0 ათასი ლარი; განათლების დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა -1 000,0 ათასი ლარი; ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს – 42,2 ათასი ლარი.

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 4 081,9 ათასი ლარი:

სპორტის სფეროს განვითარება – 1 559,1 ათასი ლარი; კულტურის სფეროს განვითარება – 2 279.7 ათასი ლარი; ახალგაზრდობის მხარდაჭერის ქვეპროგრამა ფინანსდება 108,1 ათასი ლარით; თეატრები ფინანსდება 120,0 ათასი ლარით; ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ფინანსდება 15,0 ათასი ლარით.

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1 640,2 ათასი ლარი:

ამბულატორიების ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა – 0,0 ლარი; სოციალური პროგრამები – 1 640,2 ათასი ლარი;

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 6 491,7 ათასი ლარი.

2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხის მუნიციპალიტეტში 29 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით განისაზღვრა. საჯარო განხილვას მოქალაქეები, არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.