წალენჯიხაში საინფორმაციო კამპანია “შინ ევროპაში” მუნიციპალიტეტის მერმა გია ხარჩილავამ და მერიის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მათ ქუჩაში მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს, რომელშიც ევროინტეგრაციის საკითხებზეა საუბარი.
“ევროპაში გაწევრიანება, როგორც საბოლოო შედეგი იქნება საქართველოს დაცულობის, ხარისსხიანი ჯანდაცვის, გარანტირებული სიბერის, მაღალი ხელფასის და მთელი სიკეთეების გარანტორი, მაგრამ ეს გახლავთ შედეგი, რომელიც მოიპოვება ბრძოლით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ პროცესებს, გამოიყვანეს დაპირისპირებული მხარეები, რომლებიც ხელს უშლიან პროპაგანდას. წალენჯიხაში სრულიად სხვა რეალობაა, საჯარო პირები თვითონ გადიან მოსახლეობასთან, მოსახლეობა თვითონ ირჩევს ევროპას. ჩვენ ყველა ეზოში, ყველა ქუჩაში მივალთ იმ სიკეთეების ასახსნელად რაც მოაქვს ევროპას. ეს გახლავთ საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც ხსნის იმ სიკეთეებს, რაც მოაქვს ევროპას. აქ არ არის დატანილი არცერთი პოლიტიკური პარტიის ლოგო, დატანილია ის ინფორმაცია თუ რატომ ღვრიდა თაობები სისხლს”,- განაცხადა მერმა გია ხარჩილავამ.
მოსახლეობასთან შეხვედრებმა წალენჯიხაში ექსცესების გარეშე ჩაიარა.