ჩხოროწყუში “შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებსა და ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

456

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჩხოროწყუში, “შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეები მოსახლეობას ხვდებოდნენ და საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ, რა დროსაც შეხვედრის ორგანიზატორებსა და ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა კამპანიის წევრები “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ხალხს ატყუებენ.

კამპანიის ფარგლებში სახალხო მოძრაობის წევრები სხვადასხვა ადგილებზე ხვდებიან მოსახლეობას.

ხმაურით ჩაიარა შეხვედრამ ფოთშიც, სადაც “შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა. კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა თელავის მუნიციპალიტეტშიც. 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა გუშინაც.