პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი ბოტკოველსა და თემურ ჯანაშიას თელავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ

613

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თელავის მუნიციპალიტეტში მოძრაობა „შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თელავის მუნიციპალიტეტში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თემურ ჯანაშია, გიორგი ბოტკოველი და პეტრე ცისკარიშვილი ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ადგილზე საკრებულოს წევრები გამოჩნდნენ და პარტიის წევრებს გარკვეული შეკითხვებით მიმართეს.

„ვაპროტესტებთ ამ ქაოსს და ყველაფერს რასაც სჩადიან. ცხვრის ტყავში გადაცმული ხალხის მოტყუება და „დაბოლება“ რა არის? ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ვთქვათ ის, რაც არის, ვინ რას აკეთებდა და ვის უკან ვინ აღმოჩნდა, კარგად გამოჩნდა“, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა ზურაბ მუსაევმა.

თავის მხრივ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციას მმართველი გუნდი ქმნის, „ოპოზიცია კი თავის საქმეს ასრულებს“.

„მოსახლეობას ვაცნობთ, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა და ევროპასთან დაკავშირებულ სიკეთეს, ასევე ვაცნობთ რას ნიშნავს „ქოციანობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა. პოლარიზაციას ქმნის მხოლოდ მთავრობა და ხელისუფლება, ოპოზიცია პოლარიზაციას არ ქმნის, თავის საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

ხმაურით ჩაიარა შეხვედრამ ფოთშიც, სადაც “შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა გუშინაც.