მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და გამოიძიონ თავდასხმები – საია კამპანიაზე “შინ ევროპისკენ”

368

წინა სტატია

არასამთავრობო ორგანიზაცია საია გმობს მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს და პოლიციას პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

“საია გმობს მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მათთვის ხელის შეშლის ფაქტებს.

ამავდროულად მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად და გამოიძიონ თავდასხმის შემთხვევები.

ასევე, მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს მისი მხარდამჭერების მობილიზება, რომელიც ემსახურება მოძრაობა შინ ევროპისკენ” წარმომადგენლების კონსტიტუციური უფლების შელახვას.” აცხადებს საია.