მარნეულის მერია რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას 7 მილიონ ლარად გეგმავს

350

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში რუსთაველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას გეგმავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისათვის 118 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ცენტრალური გამზირის სავარაუდო სიგრძე 2 750 მეტრია.

პროექტის მიხედვით, სამუშაობი 26 მაისის ქუჩიდან დაიწყება და სამედ ვურღუნის მოედანთან დამთავრდება.

საპროექტო დოკუმენტის აღწერაში წერია, რომ იგეგმება სანიაღვრე ქსელის მოწყობა, საპარკინგე სივრცეების განსაზღვრა და ამკრძალავი მარეგუილრებელი ნიშნების განთავსება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვისათვის ადაპტირებული გადასასვლელების, ტროტუარების მოწყობა და სხვა.

“საპროექტო ქუჩაზე ოთხი სატრანსპორტო კვანძია: 26 მაისის მოედნი, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ესტაკადა, ეგრედწოდებული ბაზრის სატრანსპორტო კვანძი და მთავრდება სამედ ვურღულის მოედნით. სატრანსპორტო და საპარკინგე ქსელი მოუწესრიგებელია ქაოტურად ხდება პარკირება. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის გაჩერებები თითქმის არ არსებობს. დღის გარკვეულ მონაკვეთებში ქუჩა გადატვირთულია და იქმნება საცობები. საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერები ქუჩაზეა განთავსებული და მათთვის განსაზღვრული შეჭრები თითქმის არ არსებობს. ქუჩის მთელ სიგრძეზე გასდევს მაღალი წნევის გაზსადენი მილი რომელიც ზოგიერთ ადგილზე ზედ ტროტუარზეა მოწყობილი. აღნიშნული გზის ასფალტ/ბეტონის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. ანალოგიური დაზიანებებია ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარებზეც. საპროექტო გზის გრძივი და განივი პროფილები არ შეესაბამება ნორმებს, რაც ხელს უშლის ფეხითმოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას“ – წერია საპროექტო ობიექტის აღწერაში.

საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტმა 20 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 5-8 ივლისის პერიოდში შეეძლებათ. პროექტის შედგენის შემდეგ მერიას ტენდერი გამოცხადება სამუშაობის დაწყებისათვის მოუწევს, რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 000 000 ლარია.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით.