მარნეულში, დევნილთა დასახლებაში, 100 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებენ

433

მარნეულში, დევნილთა დასახლებაში, იაღლუჯის ქუჩაზე საბავშვო ბაღს აშენებენ. 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, დაახლოებით, 256 000 ევრო იხარჯება.

სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის 1 აგვისტოს უნდა დასრულდეს, შპს „არტსტილი“ აწარმოებს.

სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს.