მარნეულის სოფელ ახალ დიოკნისში 11 ქუჩას და ერთ სკვერს სახელი მიენიჭა

366

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლ ახალ დიოკნისში 11 ქუჩას და ერთ სკვერს სახელი მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეყილება საკრებულოს სხდომაზე 13 მაისს დამტკიცდა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე ამბობს, ქუჩები სახელები სამთავრობო კომისიამ მოიწონა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“საკრებულოს მიერ გაგზავნილი იყო გეგრაფიული სახელდების სამთავრობო კომისიაში განკარგულების პროექტი თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალ დიოკნისში ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით. მოწონებული იქნა მთავრობის მიერ გაგზავნილი ჩამონათვალი. საკრებულოს სხდომაზე უკვე დამტკიცდა სახელდება“ – თქვა ნინო ბერიძემ

ახალი დიოკნისის ქუჩების დასახელებები:

  • კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა
  • ვაჟა ფშაველას ქუჩა
  • სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა
  • მემედ აბაშიძის ქუჩა
  • ტბელ აბუსერიძის ქუჩა
  • მამია ვარშანიძის ქუჩა
  • ნოდარ დუმბაძის ქუჩა
  • შავი ზღვის ქუჩა
  • ფარნავაზის ქუჩა
  • მეგობრობის ქუჩა
  • ხულოს ქუჩა

რაც შეწეხება სკვერს, მას ევროპის სკვერი ეწოდა.

ნინო ბერიძის განმარტებით, აბრების განთავსებას ქუჩებზე ადგილობრივი თვითმმართველობა ახლო მომავალში დაიწყებს.