ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი – წერეთელი – ოქტომბერი; ყიზილ-აჯლო – ოქტომბერი
2023 წელი – ალგეთი – მარტი; კაპანახჩი – მარტი; თამარისი – მარტი; ქუთლიარი – დეკემბერი; ყულარი – დეკემბერი; შულავერი – დეკემბერი; შაუმიანი – დეკემბერი; კაჩაგანი – დეკემბერი.
2024 წელი – კასუმლო – აპრილი; წერაქვი – აპრილი; მარნეული – აპრილი; დამია-გეურარხი – აპრილი; ოფრეთი – აპრილი; სადახლო – ოქტომბერი; ახკერპი – ოქტომბერი; ხოჯორნი – ოქტომბერი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.