როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში

678

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – ჯიხაშკარი – მაისი; ცაიში – ოქტომბერი; ცაცხვი – ოქტომბერი; ოქტომბერი – ოქტომბერი; დავითიანი – ოქტომბერი; დარჩელი – ოქტომბერი; კიროვი – ოქტომბერი

2023 წელი – კახათი – თებერვალი; ახალკახათი – თებერვალი; ურთა – თებერვალი; ახალაბასთუმანი – თებერვალი; შამგონა – თებერვალი; დიდინეძი – თებერვალი; დიდინეძის კახათი – თებერვალი; კოკი – თებერვალი; ხურჩა – თებერვალი; აბასთუმანი – ივლისი; შამადელა – ივლისი; ხეცერა – ივლისი; ნარაზენი – ივლისი; ჭკადუაში – ივლისი; ქალაქი ზუგდიდი – ოქტომბერი; კორცხელი – ოქტომბერი; ბაში – ნოემბერი; ნაცატუ – ნოემბერი; ოდიში – ნოემბერი;
ჩხოუში – ნოემბერი; ყულიშკარი – ნოემბერი; ერგეტა – ნოემბერი; ცვანე – ნოემბერი.

2024 წელი – ინგირი – იანვარი; ოირემე – იანვარი; ანაკლია – იანვარი; ორსანტია – იანვარი; ორულუ – იანვარი; რიყე – იანვარი; რუხი – იანვარი; ნაწულუკუ – იანვარი; ჩხორია – სექტემბერი; ტყაია – სექტემბერი; ზედაეწერი – სექტემბერი; ჭაქვინჯი – სექტემბერი; განმუხური – სექტემბერი; ახალსოფელი – სექტემბერი; ოფაჩხაფუ – სექტემბერი; უჩაშონა – სექტემბერი; ჯუმი – სექტემბერი; გრიგოლიში – სექტემბერი; ჭითაწყარი – სექტემბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.