ზუგდიდში კულტურის განვითარების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა

589

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციის განხილვა გაიმართა.

ზუგდიდის კულტურის სტარტეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია პროექტის ექსპერტმა, ლევან ხარატიშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია ევროკავშირის #EU4Culture პროექტის ფარგლებშია შემუშავებული.

სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსია იხილეთ ბმულზე.