წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიას მიერ, პირველი მოადგილის თანამდებობაზე დასახელებულ დეპუტატს ენმ-დან, ავთანდილ გაბელიას კანდიდატირას ოპოზიციამ ერთხმად დაუჭირა მხარი. ის 15 ხმით აირჩიეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სხდომას ესწრებიან, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ “ქართული ოცნების” დეპუტატებს. საკრებულომ დღესვე უნდა აირჩიოს თავმჯდომარის მეორე და მესამე მოადგილეები.
საკრებულოს თამჯდომარემ მიმართა მმართველ პარტიას, წარადგინონ მოადგილის კანდიდატურა, რაზეც უარი მიიღო. “ოცნების” განმარტებით, ისინი არ აპირებენ ამ “მასკარადში” მონაწილეობის მიღებას.
კორნელი სალიამ მოადგილედ წარადგინა ლელოდან ერთადერთი წევრის, გიორგი დარსალიას კანდიდატურა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
სხდომას 27-დან 25 დეპუტატი ესწრება.
წალენჯიხის საკრებულომ წინა სხდომაზე აირჩია ოპოზიციონერი თავმჯდომარე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მმართველ პარტიას. წარდგენილ კანდიდატს მხარი “საქართველოსთვის” და ენმ-ის დეპუტატებმა დაუჭირეს.
ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს ჩხოროწყუს საკრებულოსაც. სენაკსა და ზუგდიდში წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირები ამ დრომდე არ აურჩევიათ.