წალენჯიხის მერი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე: ჩხოროწყუ! ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!!! 

582

წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა ჩხოროწყუს საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის არჩევას ეხმაურება. “ჩხოროწყუ! ძმაო,ძმითა ხარ ძლიერი!!!”, — წერს გიორგი ხარჩილავა ფეისბუქზე.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პარტია საქართველოსთვის წევრი შოთა წურწუმია გახდა. საკრებულოს სხდომაზე შოთა წურწუმიას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. წურწუმამ 14 ხმა მიიღო.

კენჭისყრაში 15 დეპუტატი — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და პარტია საქართველოსთის წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.

კენჭისყრაში ქართული ოცნების დეპუტატები მონაწილეობას არ იღებდნენ.