ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა შესვლა დროებით შეიზღუდა. მიზეზი ძლიერი ქარია. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო იტყობინება, 14-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, ბაღში 16 დეკემბრამდე აიკრძალა გადაადგილება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ზემოაღნიშნულ ფაქტს და გაითვალისწინოთ თქვენს გეგმებში”, – ნათქვამია განცხადებაში.ბაღში შესვლა ძლიერი ქარის დროს პერიოდულად იზღუდება. აქ რამდენიმე გამხმარი, დაზიანებული ხეა, რის გამოც, ძლიერი ქარის დროს გადაადგილება სახიფათოა. იყო შემთხვევები, როცა ქარმა ხე წააქცია.