“ზეწოლა არ იყო” – რამაზანოვი დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

798

წინა სტატია

სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ დმანისის საკრებულოში მისული დეპუტატი – რამიზ რამაზანოვი ამბობს, რომ აპირებს მუშაობა დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელოს. ის ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე კი “ქართული ოცნების” კანდიდატი, პაატა ყულიაშვილი გახდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

რამაზანოვი ამ დრომდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. მისი დღევანდელ სხდომაზე დასწრება ავტომატურად ნიშნავდა, რომ ის ოპოზიციის ბოიკოტს არ შეუერთდა, შესაბამისად კვორუმიც შედგა.

“ახლობელთან ვიყავი, ახლობელთან, საქართველოში. მუქარა, არცერთი ზეწოლა არ იყო, ასე გადავწყვიტე მე პირადად”, – თქვა მან ჟურნალისტებთან.

ენმ-მ ამბობდა, რომ ზეწოლის შემდეგ რამაზანოვს “ოცნებამ” სწორედ ეს თანამდებობა შეთავაზა. დმანისი კიდევ ერთი საკრებულოა, სადაც რამაზანოვის გამო უპირატესობა დაკარგა.