წითლიძე: მმართველი პარტია ზუგდიდში კრიზისს ხელოვნურად ქმნის

343

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ზუგდიდში კრიზისს ხელოვნურად ქმნის. მისი თქმით, დღეს ვერ მოხდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება. ანა წითლიძის განმარტებით, ისინი მზად არიან განიხილონ პარტია “საქართველოსთვისს” წევრების წინადადებები იმ შემთხვევაში, თუ ისინი კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ იბრძოლებენ.

“ის რომ დღეს ვერ მოხდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება “ქართულ ოცნებას” და სისხლის სამართლის დამნაშავე მირანდა მესხს, რომელმაც ჩვენ დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, როცა წაგვართვა გამარჯვება მაჟორიტარულ ოლქში და შედეგები გადაწერა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამიტომაც ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი შექმნილია “ქართული ოცნების” მიერ. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევა მეორე სხდომაზე ნიშნავს სრულ პარალიზებას არამხოლოდ საკრებულოსი, ეს ნიშნავს სრულ პარალიზებას მერიის, რომელიც ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აისახება თითეული ზუგდიდელის ყოველდღიურობაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს გარდა საკრებულოში, ვგულისხმობ გახარიას პარტიას, გააცნობიეროს რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას ამ საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის თანამდებობი ზუგდიდის საკრებულოში, ჩვენ მზად ვართ მათთან განვიხილოთ ყველა წინადადება ერთადერთ შემთხვევაში თუ ისინი იქნებიან მზად, რომ შემდეგ საკრებულო იყოს არა სანოტარო ბიურო, არამედ იყოს ორგანო, რომელიც იბრძოლებს ზუგდიდში გამეფებული კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ”,- განაცახადა ანა წითლიძემ.

თავის მხრივ, პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა აცხადებს, რომ მათი პრინციპი უცვლელია და კოალიციას არცერთ პარტიასთან, არც “ქართულ ოცნებასთან”, არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ შექმნიან.

„ჩვენ საკრებულოს სხდომამდე ვთქვით, რომ კონსულტაციები არ იქნებოდა. საჯაროდ დავაფიქსირეთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკება ყოფილიყო. უმთავრესი რაც არის მოსახლეობამ მოგვანიჭა ბალანსის გასაღები. მათ ხმა მისცეს დაბალანსებულ საკრებულოს თუ “ქართული ოცნება” და ენმ შეთანხდებიან ერთმანეთში, კი ბატონო, მხარს ვუჭერთ, არ მივდვართ მათ წინააღმდეგ. უმთავრესი პრინციპი რაზეც უნდა შევთანხმდეთ პარტიები, ეს არის ბალანსის პრიციპი, რომ არ შეიქმნას კრიზისი. ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არცერთი პარტიისგან არ ყოფილა გამოხმაურება”,- განაცახდა გიგა ფარულავამ.