ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ამჯერადაც ჩაიშალა. ახალმა შემადგენლობამ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია. სხდომის დაწყებიდან მალევე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ფრაქციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სია წარადგინა. მათ სხვა პროცედურული საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ზუგდიდის საკრებულოში სხდომა უკვე მეორედ ჩაიშალა.
გარდა ამისა, ენმ-ს წევრმა გიორგი ფიფიამ საკრებულოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მის ნაცვლად საკრებულოს შეუერთდება მანუჩარ ფიფია, რომელსაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა “ბიულეტენები გაუყალბა” – ბათილად ცნობილი ბიულეტენი გადააკეთა, რითიც გამარჯვება “ოცნების” კანდიდატს მიანიჭა.
ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიცია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.