“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ შექმინილი კრიზისის პირობებში პარტია მზადაა განიხილოს ყველა წინადადება გიორგი გახარიას პარტიასთან, თუ პარტია რეალურად მზადაა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ის რომ დღეს ვერ აირჩა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება “ქართულ ოცნებას” და სისხლის სამართლის დამნაშავე მირანდა მესხს, რომელმაც ჩვენ დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, როცა წაგვართვა გამარჯვება მაჟორიტარულ ოლქში და შედეგები გადაწერა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამიტომაც ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი შექმნილია “ქართული ოცნების” მხრიდან. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევა მეორე სხდომაზე ნიშნავს სრულ პარალიზებას არამხოლოდ საკრებულოსი, ეს ნიშნავს სრულ პარალიზებას მერიის, რომელიც ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს მძიმე პოლოტიკური კრიზისი, რომელიც აისახება თითეული ზუგდიდელის ყოველდღიურობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერჯერობით ბუნდოვანია როგორი იქნება შემდეგი შეკრება, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს გარდა საკრებულოში ვგულისხმობ გახარიას პარტიას გააცნობიეროს რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას ამ საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის თანამდებობები ზუგდიდის საკრებულოში, ჩვენ მზად ვართ მათთან განვიხილოთ ყველა წინანადადება ერთადერთ შემთხვევაში თუ ისინი იქნებიან მზად, რომ შემდეგ საკრებულო იყოს არა სანოტარო ბიურო არამედ იყოს ორგანო, რომელიც იბრძოლებს ზუგდიდში გამეფებული კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ზუგდიდის მუნციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აერჩიათ ისევ გადაიდო.
სხდომა დატოვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ქვორუმი ვერ შედგა, ვინაიდან, “ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა ყურაშვილი ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, სხდომას არ ესწრებოდა.
საკრებულოს სხდომა ისევ ერთი კვირით გადაიდო.