რამაზანოვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას სთავაზობენ – დმანისში სხდომა იწყება

663

წინა სტატია

დამანისში 12:00 საათზე საკრებულოს სხდომა უნდა დაიწყოს. ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა მას გაუჩინარებული დეპუტატი ენმ-დან – რამიზ რამაზანოვი. “ნაციონალური მოძრაობა” სხდომას ამჯერადაც ბოიკოტს უცადებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

დეპუტატ გიორგი მოსაშვილის ინფორმაციით, რამაზანოვს თვმჯდომარის მოადგილის თანამდებობას სთავაზობენ.

“დმანისში საკრებულოს სხდომას ოპოზიცია უცხადებს ისევ ბოიკოტს, 14 წევრი არ მივდივარ, რამიზ რამაზანოვის საკითხი, მივა თუ არ მივა დღეს საკრებულოს სხდომაზე, ან მიიყვანენ თუ არა ჩვენთვის უცნობია, ამ დრომდე არ გამოდის კონტაქტზე.

თითქოს კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთ მედიასთან, პირდაპირ ადასტურებს, რომ იგი იმყოფება ხელისუფლების მხრიდან იზოლაციაში მისი ნების საწინააღმდეგოდ. […] ზეწოლასთან ერთად მიმდინარეობდა შეთავაზება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე”, – თქვა გიორგი მოსაშვილმა. 

თუ ოპოზიციონერი დეპუტატი ოპოზიციის ბოიკოტს გამოეთიშა და დღეს საკრებულოს სხდომას დაესწრო, მმართველი გუნდი დამატებით ერთი ხმის მოპოვებას შეძლებს საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად და ამით ხელახალ არჩევნებსაც აიცილებს.

ცნობისთვის, რამაზანოვი უკვე მესამე დღეა გაუჩინარებულია. არსებული ინფორმაციით, ის ნათესვთან იმყოფება, თუმცა არც ოჯახს და არც თანაგუნდელებს ზუსტ ადგილსამყოფელს არ ეუბნება.