საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას კანდიდატებს მხარს დავუჭერთ, მაგრამ… -ნიკა მელიას შეთავაზება ექსპრემიერის გუნდს

791

წინა სტატია

ნიკა მელია მზად არის, ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭიროს – განცხადება ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

ენმ-ს თავმჯდომარე მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარ პირიბას აყენებს და ამბობს, რომ ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.

“ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს თუ არა, მე ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება, მაგრამ ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ  მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს. ეს არის დაკვეთა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად გვესმოდეს, რომ  საკრებულო, როგორც ასეთი, ვგულისხმობ პოზიციებს, იყოს ოპოზიციური.

იქ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი, და ხმათა უმრავლესობითაა წარმოდგენილი,  ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, უნდა ეკავოს ოპოზიციას, ჩვენ თანამდებობა არ გვჭირდება. კომისიებში, მაგალითად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოთ ოპოზიციონერებს, რატომ? – იმიტომ რომ ასე ჩათვალეს ამ ქალაქებში მაცხივრებელმა ადამიანებმა”- განაცხადა ნიკა მელიამ.

მარტვილში, რუსთავში, ზუგდიდში, სენაკში, ჩხორუწყუსა და წალენჯიხაში ოპოზიცია ჯამში უმრავლესობაშია, თუმცა, გადამწყვეტი ხმები გიორგი გახარიას პარტიას აქვს.

ცნობილია, რომ მარტვილსა და რუსთავში, საქართველოსთვის საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატებს წარადგენს.

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს პარტიის მდივანმა, კახაბერ ქემოკლიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე თავის კანდიდატურებს წარადგენს. ასეთ კონფიგურაციაში კი მისივე თქმით, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=436021084775319