მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, სოფლის დღესასწაული „მოსავლის თვე“ აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ფეისბუქ გვერდის მეშევეობით ავრცელებს.
“ღონისძიების მიზანია შექმნას უსაფრთხო, მხიარული, ოჯახური გარემო ყველა ასაკის ადამიანისთვის. ასევე, ხელი შეუწყოს სოფლად ცხოვრები ადამიანების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
სოფლის დღესასწაულზე მონაწილეობას მიიღებენ, მომღერალთა გუნდი ,,ჰუჯაბი“ , ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,იბერია’’ და ,,ენგური“ ასევე გაიმართება მასტერკლასი ძერწვაში, იქნება მარნეულში დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დღესასწაულზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სცენიდან მიმართონ თანასოფლელებსაც და დააყენონ სოფლისთვის პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხები. ადგილზე ღვინის საგამოფენო დახლი განთავსდება, ასევე იქნება დახლი ტრადიციული ნუგბარით (ჩურჩხელა,მურაბები,თათარა,ხილი და თხილეული). იქნება გამოფენა გაყიდვა მარნეულში დამზადებული სხვადასხვა სახეობის აქსესუარები, თექა და სხვა.
ასევე, გაიმართება თამარისში მოღვაწე ფერმერების წარმოებული პროდუქტების გამოფენა დეგუსტაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სოფლის დღესასწაული “მოსავლის თვე“ სოფელ თამარისის სკვერში 27 ნოემბერს 15 საათზე გაიმართება.