ახალციხის ახლად არჩულმა მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა, სამივე მათგანს, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, ისინი თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერის პირველ მოადგილედ, ილია ზარდიაშვილი დაინიშნა. იგი სპეციალობით ეკონომისტია და საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ვიცე–მერის პოზიციას იკავებდა.
ილია ზარდიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 29 აპრილს შევასო. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია ახალციხეში, პ. ნათენაძის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლი (შეიძინა 2016 წელს), Toyota Camry (შეიძინა 2018 წელს).
ზარდიაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მერის კიდევ ერთი მოადგილე რუბენ კარაპეტიანია. იგი საჯარო სამსახურში 2008 წლიდან მუშაობს. კარაპეტიანი პროფესიით იურისტია. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში გამომძიებლად მუშაობდა. 2008 წლის 6 ნოემბერს კი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. ამ პოზიციაზე იგი 2012 წლამდე მუშაობდა. ქალაქის და თემის გაყოფის შემდეგ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გადავიდა. მოგვიანებით ამავე განყოფილების უფროსად საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ დაინიშნა.
2012 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით რუბენ კარაპეტიანი ქონებას არ ფლობს, მისი დედის სახელზე კი ორი ბინა და ერთი მიწის ნაკვეთია ქალაქ ახალციხეში.
კიდევ ერთი მოადგილე, რომელიც ახალციხის მერმა დანიშნა, ვაჟა გაჩეჩილაძეა, იგი ბოლო 9 თვის განმავლობაში ააიპ „ახალციხის სერვის ჯგუფს“ ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ექვსი წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. იგი პროფესიით ეკონომისტია.
ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, ილია ზარდიაშვილი და ვაჟა გაჩეჩილაძე 15 ნოემბერს დაინიშნნენ, რუბენ კარაპეტიანი 12 ნოემბერს.