სამცხე–ჯავახეთში ახლადარჩეულმა მერებმა მოადგილეები დანიშნეს

397

რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში ახლადარჩეულმა მერებმა მოადგილეები დანიშნეს. უმეტესად თანამდებობები ძველმა მოადგილეებმა შეინარჩუნეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მერის მოადგილედ ყოფილი მოადგილე, რუბენ კარაპეტიანი, ა(ა)იპ „სერვის ჯგუფის“ უფროსი ვაჟა გაჩეჩილაძე და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ილია ზარდიაშვილი დაინიშნნენ.

ახალქალაქში მერს ორი მოადგილე ეყოლება, ესენია მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ მჭედლიძე და მერიის ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსი, მკრტიჩ მღდესიანი.

რაც შეეხება ადიგენსა და ასპინძას, აქ თანამდებობები კვლავ ძველმა მოადგილეებმა შეინარჩუნეს. ასპინძაში, ლევან ბერიძე და დავით პაპაშვილია, ადიგენში კი არსენ ბალახაშვილი და სოსო რეხვიაშვილი.

ნინოწმინდის მერის პირველი მოადგილე კვლავ ალექსანდრე მიქელაძეა, მეორე მოადგილედ კი არმენ ბდოიანი დაინიშნა.

რაც შეეხება ბორჯომს, აქ ერთი მოადგილე კვლავ სოსო რაზმაძე რჩება, ხოლო მეორე მოადგილის ადგილი ვაკანტურია.