2022 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტი 46,5 მლნ ლარით განისაზღვრა

624

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსურის დოკუმენტი 46 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს პრიორიტეტული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები:

ინფრასტრუქტურის განვითარება – 9,875 ათასი ლარი;

დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა – 6,990 ათასი ლარი;

განათლება – 7,700 ათასი ლარი;

კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 4,915 ათასი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 4,330 ათასი ლარი;

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 12,690;

2021 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით, მიმდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი 6 მილიონ 100 ათასი ლარით იზრდება.