მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარჩინებულ სტუდენტებს 1000 ლარით დააჯილდოებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
განცხადებების მიღება ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე დაიწყო. როგორც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, ელგუჯა კუპატაძე ამბობს, ამ ეტაპზე, 3 განაცხადია შესული. მათგან ორი დაახარვეზეს და სტუდენტებს გამოსასწორებელი ვადა მისცეს.
მათგან ორი დაახარვეზეს და სტუდენტებს გამოსასწორებელი ვადა მისცეს.
„გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2021 წლის 7 ოქტომბერს საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ითვალისწინებს წარმატებული სტუდენტენის, წელიწადში ერთხელ 1000 ლარით დაჯილდოებას. წარმატებულ სტუდენტად ითვლება ის, ვისქაც წინა წლის ორივე სემესტრის საშუალო ქულა ექნება 95-დან ზევით. ასეთი სტუდენტები თუ ვინმე იქნება მარნეულში, უნდა მოგვმართონ და განვიხილავთ“
1000 ლარიანი ჯილდოს მისაღებად სტუდენტებს მერიაში მიმართვა ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო დეკემბრის ბოლოს გადაეცემათ.