მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კიდევ 3 ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა

317

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი, სკოლები აშენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურსა და სოფელ ბენარაში. ასევე, 60 მოსწავლეზეა გათვლილი ახალი საჯარო სკოლა სოფელ ღორთუბანში. სამივე სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

რეგიონში, სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 34 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.