რამდენი ადამიანი ცხოვრობს და როგორია წალენჯიხელების სოციალური მდგომარეობა

487

წალენჯიხაში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მერობის კან­დი­დატის, გი­ორ­გი ხარ­ჩი­ლა­ვას გამარჯვების შემდეგ, რაიონის მიმართ ინტერესი იზრდება. ყოველ შემთხვევაში, იქ გადასახლებას გეგმავს პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ასევე, მას მიჰყვება ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ წალენჯიხაში გა­და­სახ­ლე­ბის გეგმა 3 ნოემბერს, ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გა­აჟღერა და ბიზ­ნეს­მე­ნებს მო­უ­წო­და, სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში გა­და­ი­ტა­ნონ.

“ვა­პი­რებ­დი ანაკ­ლი­ა­ში გად­მო­სახ­ლე­ბას, მაგ­რამ არ დამ­ცალ­და. მე გად­მოვ­სახ­ლდე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში და უახ­ლო­ეს ხან­ში ვი­ყი­დი ბი­ნას, და­ვუდ­გე­ბი წა­ლენ­ჯი­ხის ახ­ლა­დარ­ჩე­ულ მერს გვერ­დში და მთელ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ვახ­მარ, რომ წა­ლენ­ჯი­ხა ვაქ­ცი­ოთ მარ­თლა ოა­ზი­სად. მო­ვუ­წო­დებ ბიზ­ნეს­მე­ნებს, გად­მო­ი­ტა­ნეთ თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ან­გა­რი­შე­ბი და და­ტო­ვეთ მო­გე­ბა წა­ლენ­ჯი­ხა­ში. ჩვენ ვაჩ­ვე­ნებთ, რო­გორ უნდა ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტია, ჩვენ ვაჩ­ვე­ნებთ, რო­გორ უნდა თვით­მმარ­თვე­ლო­ბა. თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს ადა­მი­ან­მა, რო­გორ უნდა იცხოვ­როს თა­ვის ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში. და არა იმან, ვინც კა­ბი­ნეტ­ში შე­დის და იქი­დან გვე­უბ­ნე­ბა რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ. ის დრო დამ­თავ­რდა და ამის მა­გა­ლი­თია წა­ლენ­ჯი­ხა” – ამ­ბობს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

გუშინ დილით კი ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თემურ ჭყონიაც მიჰყვება. “დი­ლით თე­მურ ჭყო­ნი­ას წე­რი­ლი დამ­ხვდა – “მეც მოგ­ყვე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში, რო­გორც კი და­ი­წყებ ეგ­რე­ვე ჩა­მო­ვალ” – დაწერა ხაზარაძემ.

წალენჯიხა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ზღვის დონიდან 222 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მას ქალაქი 1964 წელს ეწოდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით წალენჯიხაში 23 296 ადამიანი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის სულ რაღაც 0.6%-ია.

2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რაიონში მცხოვრები 33.3% საარსებო შემწეობას იღებს. უფრო კონკრეტულად, სოცმომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, წალენჯიხაში სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას 7 766 ადამიანი იღებს, 2 098 ოჯახი. სოცმომსახურების ბაზაში კი რეგისტრირებულია 12 235 ადამიანი.