“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხაზარაძე წერს, რომ წალენჯიხაში ინვესტიციებით ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც დაინტერესდა.
https://www.facebook.com/mamuka.khazaradze/posts/10159490845217071
როგორც ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ON.GE-ს განუცხადა, სურს ჩავიდეს ქალაქში, შეისწავლოს სიტუაცია და ნახოს, რა შედეგს მისცემს ბიზნესს დამოუკიდებელი მერი.
“რამდენი მერი იქნება წარმატებული, ყველგან ვერ გადავსახლდები. აქედან გამომდინარე, მე თვითონ პიროვნულად, როგორც ბიზნესმენს დამაინტერესა იმ მერთან მუშაობა, რომელიც ასეთი კრეატიული ტიპი აღმოჩნდა. მაინტერესებს, რამდენად დამოუკიდებელი იქნება რაღაც-რაღაც გადაწყვეტილებების მიღებებში.
წალენჯიხაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. მინდა ჩავიდე, გადავხედო, შევისწავლო და ძალიან მოვინდომებ, რომ ის პროგრესიული მიმართულებები, კოალიციური მთავრობის მმართველობა რასაც ქვია, პროგრესიულია ხო, მინდა რომ ამაში მონაწილეობა მივიღო. არავითარი სხვა მიზანი არა მაქვს, ბიზნესინტერესი გამიჩნდა, ამას ქვია ბიზნეს აზარტი. მაინტერესებს, დამოუკიდებელი მერი რა შედეგს მისცემს ბიზნესს”, — განაცხადა ჭყონიამ.
კითხვაზე, სხვა კომპანიების მსგავსად, ხომ არ აპირებს კოკა-კოლას იურიდიული მისამართი წალენჯიხაში გადაიტანოს, ბიზნესმენი ამბობს, რომ არა.
“ჩვენი ვალდებულებაა არა ოფისების წანწალი აქეთ-იქეთ, არამედ ყველა რეგიონში სწორი ინვესტიციების გაკეთება და განვითარება”, — აცახდებს ის.