პრემიერმინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქვეყნის ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, სათავე ნაგებობის მოწყობას, რეზერვუარების, შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობასა და აბონენტების გამრიცხველიანებას.
პროექტირების დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, რომლის დასრულებისთანავე ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
2025 წლის ბოლოსთვის, ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.