“ეს სოფელი ხომ არ გეცნობა, თუ ესეც სისულელე და ფეისკია”? – რა ფოტოს უქვეყნებს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ნინო წილოსანს

416

უმრავლესობის დეპუტატისა და ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის დღვანდელ განცხადებას, ახალი რეფორმებისა და ინიციატივების შესახებ, მარათონის დაწყების დაანონსებამ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და დეპუტატს გარდა გასულ წლებში არაფრის კეთებისა, საკუთარი სოფლის გზასაც ახსენებენ, რომლის რეაბილიტაცია დღმდე ვერა და ვერ მოხერდა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა, წილოსანს მისი სოფლის გზებზე გადაღებულ ფოტოებს უქვეყნებს და მიმართავს:

“ნინო წილოსანი, ეს გზა და ეს სოფელი ხომ არ გეცნობა, თუ ესეც სისულელეა და ფეისკია’?-წერს ასკურავა.

აღნიშნული პოსტის ქვეშ ადგილობრივები წერენ, რომ უარესი სიტუაცია ლანჩხუთის სხვა სოფლებში და ფოტოსაც ავრცელებენ.

“ეს სოფელი ხომ არ გეცნობა, თუ ესეც სისულელე და ფეისკია”?-რა ფოტოს უქვეყნებს დეპუტატი ნინო წილოსანს.

ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატი ნინო  წილოსანი, წარმოშობით სოფელ აცანიდანაა.